ვაზისუბნის ურბანული ანალიზი/Vazisubani urban analysis

იანვარი 6, 2014 § დატოვე კომენტარი

analizi-1

ვაზისუბანი ერთ-ერთი ტიპიური საბჭოთა საცხოვრებელი რაიონია, რომელიც აშენდა ცარიელ ტერიტორიაზე (ვაზების გაჩეხვის შემდეგ) 70-ანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში. ამ პერიოდში, საცხოვრისზე გაზრდილი მოთხოვნის, ეკონომიკური კრიზისის და შეზღუდული ბიუჯეტის გამო არ მოხდა უბნების კეთილმოწყობა, ამიტომ ქალაქის ასეთ ნაწილებს შერჩა მხოლოდ საძილე უბნის ფუნქცია. ასევე, უფრო სწრაფად და იაფად მშენებლობის მიზნით ხდებოდა გეგმარების სტანდარტიზაცია, შედეგად განვითარდა თანასწორუფლებიანი საცხოვრებელი პირობები ერთფეროვან გარემოში. ვაზისუბნის განაშენიანება განლაგებულია მახათას მთის ფერდზე. ამ უბანს ჩრდილოეთით ესაზღვრება თბილისის რეზერვუარი, აღმოსავლეთით – ვარკეთილი, დასავლეთით – ელიას და კუკიას უბნები, ხოლო სამხრეთით – მეტრომშენის და სამგორის დასახლებები. უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იგეგმება სპეციალური საერთაშორისო ეკონომიკური ზონის მშენებლობა[1]. ვაზისუბნის ცენტრალური ქუჩა, რომელიც წყდება უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, მომავალში იქნება სეზ-ის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი. ვაზისუბანში ტრანსპორტი მოწესრიგებულად და ხშირად დადის. კუკიიდან არის მოკლე გადასასვლელი, საიდანაც შესაძლებელია თბილისის ცენტრში 10-15 წუთში მოხვედრა. ვაზისუბანში ვარკეთილის მეტროდან ორი ძირითადი ქუჩა ადის. ამ ქუჩების გაყოლებაზე მრავლად არის ძველი ქარხნები შეცვლილი ფუნქციით; აქ მეორადი ტანსაცმელი იყიდება. ვაზისუბანი იყოფა ოთხ მიკრორაიონად და ვაზისუბნის დასახლებად; საზღვრების ფუნქციას ასრულებს ბუნებრივი ლანდშაფტი, დახრილი რელიეფი, ქუჩები და ცარიელი ტერიტორიები. ვაზისუბნის ცენტრში დგას შუშის პირამიდა – გამჭვირვალე პოლიციის შენობა. მეტრომშენის მჭიდრო და დაბალსართულიანი დასახლება თავისი მყუდრო და ადამიანური მასშტაბით კონტრასტს ქმნის ვაზისუბნის მასიურ და მიმოფანტულ კორპუსებთან. ვაზისუბანში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფვა ასეთი სიმყუდროვის და მიწასთან სიახლოვისკენ, რაც ასევე განპირობებულია კოლექტიური აზროვნების უქონლობით და კერძო საკუთრების გაფართოების სურვილით. ბოლო ოცი წლის მანძილზე ვაზისუბნის ნაცრისფერ, ცემენტის მასიურ კორპუსებზე და მათ შორის არსებულ სივრცეებში გაჩნდა მიშენებები, მულტიფუნქციური გარაჟები და “ბუტკები” (სილამაზის სალონი, საცხობი, საქათმე…) და მცირე ზომის ნაგებობები (სურსათი, საცხოვრებელი და ა.შ). დროთა განმავლობაში გაცვეთილი კორპუსები მაცხოვრებლების გემოვნების მიხედვით აჭრელდა და ფორმა იცვალა. ვაზისუბანში ყველა გზას მახათას მთამდე მივყავართ!

 


[1]  სპეციალური ეკონომიკური ზონის (სეზ) შექმნის მიზანია, უფრო ლიბერალური ეკონომიკური კანონების ამოქმედებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით დეპრესიული, ჩამორჩენილი ტერიტორიების ეკონომიკური განვითარება. თუმცა, პარადოქსულად, ამ ზონაში მოქმედი საგადასახადო შეღავათები ადგილობრივ მოსახლეობაზე არ ვრცელდება.

Vazisubani is a typical Soviet residential district. It was built in the end of the 70’s and the begining of the 80’s on an empty land. During this period, the districts were not supplemented with necessary amenities, because of the  increased demand for housing, economical crisis and small budget. As a result these districts turned into the sleeping zones. In order to build cheap and fast, Soviet’s had standardized planning methods. This way, equal living conditions were developed in the homogeneous environment. Vazisubani is located on the slope of Makhata mountain. The district is surrounded from the North with Tbilisi reservoir, from the East – Varketili district, from the West – Elia and Kukia districts, and from the South – Metromsheni district and Samgori settlement. In the North-East area of the district is planned the development of the Special Economic Zone (SEZ)[1]. Central street of Vazisubani, that leads to the edge of the north-east border of the district, in prospect will be the main entrance of the SEZ. Public transport in Vazisubani functions well. There is short cut from Vazisubani through Kukia district to the center of Tbilisi (10-15 minutes). From the Varketili Metro station two main streets lead to Vazisubani. Along these streets there are many old factories with changed function; they have turned into second hand shops. Vazisubani is divided into four microryons and Vazisubani settlement; the natural landscape, stiff relief, street and empty territories appear as the borders. In the center of Vazisubani is a glass pyramid – the transparent police station. Cozy, dense and low-rise housing of Metromsheni district contrasts Vazisubani’s massive and spread high-rise apartment blocks. The last 20 years Vazisubani population’s need of this kind of coziness and the thirst to get closer to the ground, the lack of collective consciousness and the desire for expansion of private property,  resulted into the transformed apartment blocks and the spaces in between; apartment building extensions, multifunctional parking spaces, small, hand-made buildings took function of beauty saloons, bakeries, chicken coops, grocery stores, housing and etc. The grey, shallow apartment blocks slowly changed the shape and became more colorful. In Vazisubani all roads lead to the Makhata mountain!


[1] Special Economic Zone (SEZ) offers special liberal economical rules in order to attract foreign investments to the depressed, underdeveloped areas. Paradoxically, offered benefits regarding taxes in the zone do not  apply to local residents.

 

Advertisements

Tagged: , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

What’s this?

You are currently reading ვაზისუბნის ურბანული ანალიზი/Vazisubani urban analysis at Tbilisi Moare თბილისის მოარე.

meta

%d bloggers like this: